„ალ ქაიდას“ წევრი აშშ-ში გარდაიცვალა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2015 15:01

„ალ ქაიდას“ წევრი აშშ-ში გარდაიცვალა

„ალ ქაიდას“ წევრი აშშ-ში გარდაიცვალაკენიასა და ტანზანიაში აშშ-ს საელჩოების აფეთქებაში ეჭვმიტანილი ლიბიელი, რომელიც „ალ ქაიდას“ წევრი იყო, ნიუ-იორკის საავადმყოფოში გარდაიიცვალა.

50 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი დიდი ხნის მანძილზე გამოძიების ფედერალური ბიუროში განსაკუთრებულად ძებნილის სტატუსით ირიცხებოდა და მის დასაჭერად 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.

აფეთქებები 1998 წლის მაისში მოხდა აღმოსავლეთ აფრიკაში და მას 223 ადამიანი ემსხვერპლა.

ლიბის, რომლის ნამდვილი სახელი იყო აბულ-ჰამად რუკაი, დანაშაული არ უღიარებია.

მისმა მეუღლემ ამერიკის მთავრობა უდანაშაულო ადამიანის გატაცებასა და ბრალის წაყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მეუღლე ოპერაციის შემდეგ ღვიძლზე დარჩენილი გართულებებით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჰეპატიტით და ღვიძლის კიბოთი იყო დაავადებული.

ლიბის საქმის განხილვა 12 იანვარს იყო ჩანიშნული, სადაც მისთვის კიდევ ერთ საქმეზე უნდა წაეყენებინათ ბრალი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2015 15:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,022
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics