აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო

აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა „ამინისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონით, სასჯელის ვადა მასაც შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ აკურის ღვინის ქარხანაზე გამოტანილი განაჩენი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებიდან პირველია, რომელზეც ადეიშვილი გამტყუნდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებდა.

banner
წინა სტატიაშისაია:საჯარო სამსახურებში ოპტიმიზაციის შედეგად 2300 ადამიანი გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაკახი კახიშვილმა მაიკლ მაკმენსა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა