აკრძალვა ბრილიანტის იმპორტზე – ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს

ევროკავშირმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა.

სანქციები ეხება რუსეთში ჩარხების, ქიმიკატების, ლითიუმის ელემენტებისა და თვითმფრინავების ძრავების ექსპორტის აკრძალვას. გარდა ამისა, ახალი პაკეტი ითვალისწინებს 2024 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირში რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვების განხორციელებაზე კონტროლს.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა შეძლეს შეთანხმებულიყვნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მოიცავდა ორ სერიოზულ შეზღუდვას – გამკაცრდა კონტროლი ნავთობის ფასსა და რუსული ბრილიანტის ევროკავშირში იმპორტზე.

ახალ სანქციებზე მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იყო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრია ანელებს პაკეტის მიღებას.

ოფიცისლური ვენის მიერ დაბლოკვა უკავშირდებოდა მის მოთხოვნას, გამოერიცხა რაიფაიზენ ბანკი უკრაინული „ომის სპონსორების“ სიიდან რუსეთში მუშაობის გაგრძელების გამო, – წერს Reuters.

2023 წლის მარტში რაიფაიზენ ბანკი ამ სიაში შევიდა უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ. ამჟამად რაიფაიზენ ბანკი ერთადერთი ავსტრიული კომპანიაა ამ სიაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რიგგარეშე სამიტს გამართავს, სადაც უკრაინის 50 მილიარდიან დახმარებაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიაზაზა გოგავა: თბილისი აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი, ერთიანი საქართველოს დედაქალაქი