15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

აკრძალული პარტიებით გადატვირთავენ აშშ-სთან ურთიერთობებს?- გიორგი შარაშიძე

ბოდიში, მაგრამ აკრძალული პარტიებით გადატვირთავენ აშშ-სთან ურთიერთობებს? სარჩელში ჩაკვეხებული ვართ, ჩვენ რა შუაში ვართ? არჩევნები არ ყოფილა, მონაწილეობა არ მიგვეღო, პარლამენტშიც შევედით -„ოცნება“ მაღალ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, „გახარია საქართველოსთვის“ ბრძოლის გააგრძელებს ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება.

„ოცნება“ ამ გადაწყვეტილებაში გადაიხდის ძალიან მაღალ, ყველაზე მაღალ პოლიტიკურ ფასს. 88 დეპუტატი ინდივიდუალურად და პერსონალურად გახდა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების ხელმოწერით დადასტურებული მონაწილე. ჯერ კიდევ ცდილობს „ოცნება“, რომ პროპაგანდით ხალხის ნაწილს დააჯეროს, რომ ევროპასთან ურთიერთობის დამლაგებლები არიან, ამერიკასთან ურთიერთობის გადამტვირთველები არიან, ბოდიში, მაგრამ აკრძალული პოლიტიკური პარტიებით? წარმოგიდგენიათ, რომ ამერიკის ან ევროპის რომელი წარმომადგენელი ჯდება „ოცნებასთან“ იმ ვითარებაში, როცა პოლიტიკური პარტიები აკრძალული აქვს „ოცნებას“ რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. პარტიების აკრძალვა უკიდურესი ნაბიჯია, აქამდე ჯერ კიდევ ილუზიაა, თუნდაც ქართველ ხალხში. ქართველი ხალხიც გადაახდევინებს პოლიტიკურ ფასს იმიტომ, რომ ასეულობით ათასი ადამიანია დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგი. ფაქტი ერთია, ეს არის ზოგადად დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.

თქვენ თუ ამ სარჩელს წაიკითხავთ, ნახავთ, როგორ ხელოვნურად, აბსოლუტურად არაავთენტურად არის ჩვენი ნაწილი ჩასმული, ჩაკვეხებული ამ სარჩელში. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შუაში ვართ ჩვენ. არაკონსტიტუციურობაზე საუბრობენ, ძალადობრივ მოწოდებაზე საუბრობენ, სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებაზე საუბრობენ და ჩვენ რა შუაში ვართ ამასთან? რა გვაქვს თავის სამართლებელი, მაგრამ არჩევნები არ ყოფილა, მონაწილეობა რომ არ მიგვეღო. პარლამენტშიც შევედით. ახლა პარტია თუ აიკრძალა, გგონიათ, ვინმე მანდატებს გამოეკიდება? ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება. ყველაფრის მოლოდინი გვაქვს ისევე, როგორც არაფრის მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ფაქტობრივად, რუსებმა უკვე დაიწყეს დამატებითი მობილიზაცია
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ