“აკრძალული ლიტერატურის” ხანა არ უნდა დაბრუნდეს! “-ოთო დანელია

“მხატვრული ლიტერატურა იქმნებოდა არა მხოლოდ გასართობად,არამედ გამოსაფხიზლებლად…
ლიტერატურულ შედევრს აქვს იმის ძალა,რომ მიძინებული მეამბოხე სული გააღვიძოს,გონება გაანათოს,თავისუფლების განცდა მოანდომოს,
“ბედნიერ ერი”სიყრუისა და უსაგნო დამუნჯებისგან განკურნოს,თვალი. აუხილოს…
“ბახტრიონში” ქართველების ქედუხრელობაზე გვიყვება ვაჟა.მაშინაც კი ხმალშემართული იყო ქართველი,როცა ომისგან გამოღლილ ქვეყანაში არაქათი სანთლით იყო საძებარი.
იგავ-არაკებში გაშიშვლებული მანკიერებები საშველს არ გაძლევს,სანამ უკეთესი არ გახდები.
აღმართ-აღმართ ნელა სიარულში ვხვდებით ჩვენს რეალურ მტერს და იმას ვსწავლობთ,როგორ მოვერიდოთ ცხოვრებისეულ “ჭინჭრებს”…
გონი ჰქონდა ქართველ მწერალს და ზუსტად იმაზე წერდა,რა სენიც გვჭირდა.
სენი უკურნებელია,იყო,არის და იქნება…
ამიტომ არის ჰაერივით საჭირო ლიტერატურული მემკვიდრეობის იმ დოზით გაცნობა,რასაც აქამდე გვთავაზობდა სასკოლო სტანდარტი.
ჩვენი ვალია,ხმამაღლა ვთქვათ,რომ არ მოგვწონს ეს გაცხრილვა!
“აკრძალული ლიტერატურის” ხანა არ უნდა დაბრუნდეს! “,-წერს ფილოლოგი ოთო დანელია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში
შემდეგი სტატიამდინარაძე: სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება 160ნახვები