საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ 2025 წლის 17 აპრილს გამოცემული განკარგულებაში აღნიშნული.

„მერაბ ტურავას დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.“- ნათქვამია განკარგულებაში.

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020 – 2025 წლებში. 2025 წლის 16 აპრილიდან ამ თანამდებობას რევაზ ნადარაია იკავებს.

banner
წინა სტატიაშიმზია ამაღლობელი მედიაზე მზარდი დარბევის ფონზე პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ეუთო -ოდირის ყველა მოთხოვნა შესრულდება