აკმამედ იმამკულიევი: “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ მარცხდება და ყველაფერს ცდილობენ არჩევნების ჩაშლისთვის

“ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ მარცხდება არჩევნებში და ყველაფერს ცდილობენ არჩევნების ჩაშლისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟრიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა განუცხადა.

მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” მარნეულში დღეს მესამედ მოიპოვებს გამარჯვებას.

”მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე არჩევნები ყალბდება. ეს გამოიხატება ჩვენი დამკვირვებლების უბნიდან გაძევებაში, ასევე იმაში, რომ ამომრჩევლებს ტელეფონებს აძლევენ, რათა გადაიღონ, თუ ვის აძლევენ ხმას. იციან, რომ აგებენ არჩევნებს. ყველაფერს ცდილობენ, რომ მარნეულში არჩევნები როგორმე ჩაშალონ”, – განაცხადა იმამკულევმა.

აკმამედ იმამკულიევი და მისი ოპონენტი თამაზ ნავერიანი მათი პარტიების ლიდერებთან ერთად ყიზილაჯლოს 50-ე უბანთან იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ახალციხე-ადიგენში გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი არეულობას გეგმავენ
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: ”ნაციონალური მოძრაობა” შეგუებულია წაგებას და ახლა ჭორების აგორებით ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას