ახვლედიანს 30 000- ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ედება ბრალად, 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბრალდების მხარემ სწორედ ამ ოდენობის გირაოს დაკისრება მოითხოვა, დაცვის მხარე კი არასაპატიმრო გირაოს მოთხოვნით გამოვიდა. ადვოკატმა ლალი აფციაურმა სხდომაზე წარადგინა თორნიკე რიჟვაძის მშობლების განცხადება, რომელშიც ისინი ახვლედიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბრალდებული აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა მის ინტერესებშია.

საქმე ეხება საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მეგობრის სახლში, დაუდევრად შენახული იარაღით თვითმკვლელობა სცადა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიახალი საპარლამენტო არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარება, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მოწოდება – რას მოიცავს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი
შემდეგი სტატიააქტივისტ ბექა პაპაშვილს მეგობრის სახლთან დახვდნენ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ