ახვლედიანმა დაარღვია კანონი მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ – უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მსჯელობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს ერთ-ერთი წევის მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, საგანგებო სხდომის მიზეზი ორი დღის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ჩანაწერი გახდა, საუბარია სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერზე.

მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ მამუკა ახვლედიანმა დაარღვია სამოსამართლეო ეთიკის ნორმები და ასევე მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ კანონი, ვინაიდან მისი თქმით, ის სასამართლოში მიმდინარე პროცესებსა და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საქმის მონაწილე მხარეს წარმოადგენს.

გაბინაშვილის თქმით, ახვლედიანის თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში, მომხდარი ფაქტი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების მიზეზი გახდებოდა.

საბჭო დღეს გეგმავს შეიმუშავოს ერთობლივი სპეციალური განცხადება, რომლითაც მოსამართლეებს მიმართავენ.

„არსებობს კანონი მოსამართლეთა კომუნიკაციის წესის შესახებ, რომლის დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი. ფაქტობრივად ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თავისი ინიციატივით ხვდება საქმეზე მონაწილე ერთ-ერთ მხარეს და პიროვნებას, რომელიც არა მარტო ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორია, არამედ სარგებლობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და თვითონ იღებს მონაწილეობას პროცესებში.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროდ თვლის ამ საკითხთან დაკავშირებით გამართოს მსჯელობა იმიტომ, რომ ფაქტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არის თავისი მნიშვნელობით ძალიან მძიმე და პრეცედენტული იმსთვის, რომ ამ საკითხის გაანალიზებით, უმაღლესმა საბჭომ მიიღოს ან განცხადება ან მიმართვა ან კონკრეტულად გამოხატოს თავისი შეხედულება, რათა სხვა მოსამართლეებისთვის, რომლებიც დღეს სისტემაში მუშაობენ, ეს იყოს იმის მაგალითი, როგორ არ უდნა მოიქცეს მოსამართლე,“- განაცხადა გაბინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” აქცია – პარტიის მხარდამჭერების კოლონა ზუგდიდიდან დაიძრა