ახვლედიანი: ვხედავ, რომ ხელისუფლება არ აპირებს გაექცეს ამ პასუხისმგებლობას

არმაზ ახვლედიანი მიშელის დოკუმენტზე

“გარანტია არის ჩვენი პასუხისმგებლობა, დასავლეთის თანამონაწილეობა და უპირველესად ხელისუფლების პასუხისმგებლობა – მე ვხედავ, რომ ხელისუფლება არ აპირებს გაექცეს ამ პასუხისმგებლობას”, – ამის შესახებ პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობა არის გარანტი იმისა, რომ ეს სულისკვეთება მათი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით რეალიზდება.

„შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ სულისკვეთების რეალიზებაზე, ამის გარეშე შეთანხმებას აზრი ეკარგება. ბატონი მიშელის, ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობა ვფიქრობ, არის გარანტი იმისა, რომ ეს სულისკვეთება ჩვენი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით რეალიზდება. საკანონმდებლო საქმიანობა ახლა იმდენად არის აქტუალური, რამდენადაც ამ სულისკვეთებას სჭირდება რეალიზება, სწორედ ეს განაპირობებს საკანონმდებლო საქმიანობის ტემპს და ხარისხს. დარწმუნებით ვერავინ ვერაფერს ამბობს, მაგრამ დღეს იმაზე შეუდარებლად ახლოს ვართ ამ სურვილების რეალიზებასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური რეალობა”,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშისამნიძე: მელია გირაოს თუ არ თანხმდება, ეს მისი ნებაა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: საქართველოში უკვე მოკლეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, მე ამის არ მეშინია