ახვლედიანი ე.წ. ტესტების სკანდალთან გვენეტაძისა და მურუსიძის კავშირზე საუბრობს

????????????????????????????????????

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყენებული თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, ე.წ. ტესტების სკანდალთან ნინო გვენეტაძისა და ლევან მურუსიძის პირდაპირ კავშირზე არსებულ მის ბრალდებას დღეს გადაცემა არჩევანში განმარტავს და აცხადებს, რომ მან მსგავსი დასკვნა “მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე” გამოიტანა.

მისი თქმით, გამოცდებში მაღალი შეფასების მქონე პირთა სიებში მან ის პირები აღმოჩინა, რომლებიც კარგი ურთიერთობით გამოირჩევიან, როგორც უზენაესი სასამართლოს, ასევე იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან.

„უბრალოდ, მარტივი ლოგიკით შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება. ამ ყველაფერს ემატება მათი მხრიდან სამთვიანი დუმილი. ამ საკითხზე ასეთი დუმილის გამო კითხვებმა კი არ იკლო, პირიქით, იმატა,“ – აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშიიაპონური მედია: ობამა აბეს რუსეთში ვიზიტის ხელის შეშლას ცდილობს
შემდეგი სტატიათუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, ამ სისტემამ გვენეტაძე მოინელოს