26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ახსარ ჯიოევი: ქართული მხარის ეს პოზიცია რეგიონში ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს

ცხინვალთან ურთიერთობების მოგვარება და შეიქმნილი ვითარების აღიარება საქართველოს ინტერესებში შედის — ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჯიოევის მტკიცებით, ქართული მხარე ჯერ კიდევ არ იღებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ „ორ ახალ სახელმწიფოსთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარება თბილისის ინტერესებშიც შედის“.

დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქართული მხარის მიერ მშვიდობისმოყვარეობის შესახებ გაკეთებული განცხადებების პარალელურად შეიმჩნევა რიტორიკა, რომელსაც ის პროვოკაციულს უწოდებს.

„სამხრეთ ოსეთისთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ აქვს სურვილი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ქართული მხარის ეს პოზიცია რეგიონში ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს“, — განაცხადა ახსარ ჯიოევმა.

banner
წინა სტატიაშიCNN: ირანი თავდაცვით შესაძლებლობებს აფართოებს და დრონების წარმოებას ანახლებს
შემდეგი სტატიაადვოკატი: რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნამყოფიც არ არის — ლილუაშვილის დაცვის მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს