ახრა ფაჩულია: საინვესტიციო შეთანხმების თანახმად, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეეძლება ბიზნესის წარმოება აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატი, ახრა ფაჩულია ვარაუდობს, რომ “ქართველ ოლიგარქებს შეეძლებათ აფხაზეთში აპარტამენტების აშენება და ბიზნესის წამოწყება, თუ საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებას მიიღებენ.”

კითხვაზე – შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, როგორც “რუსეთის მოქალაქე”, საინვესტიციო საქმიანობების წამოწყებას დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აფხაზმა დეპუტატმა უპასუხა, რომ “ფაქტობრივად, დიახ”.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მოახდენდა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას. “საინვესტიციო შეთანხმება” აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან 30 ოქტომბერს გააფორმა.

„შეთანხმება“ რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები ოკუპირებულ აფხაზეთში. “შეთანხმებას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პატრონებმა ოთხ სუბიექტად შეიყვანეს პარლამენტში, ამიტომ, მგონია, საბოლოო ჯამში, დაავალებენ, შევიდნენ პარლამენტში, რადგან მათთვის ეს დასაკარგი შედეგი არ არის
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება