ახმეტის რაიონის მაჟორტარი კანდიდატი: დღეს ავარია მომიწყვეს

444პარტის “საქართველოს” წევრი ცირა ჯავახიშვილი, რომელიც ახმეტის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატია, ერთი საათის წინ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მას პროვოკაციულად მოუწყვეს ავარია: “დღეს ავარია მომიწყეს!
1) დილით პროცესი მქონდა სააპელაციო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის ცესკოში რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსამართლეები სათათბირო ოთახში რომ გავიდნენ ყირილისა და კამათის ხმები აშკარად ისმოდა სხდომათა დარბაზში. ცოტახანში მოსმართლე ტყავაძე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ არ დააკმაყფილა ჩვენი სააპელაციო საჩივარი, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუედავად იმისა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძაობა საქართველოს კონსტიუციის 50-ე მუხლის თანახმად არ არის კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მაინც რჩება ბიულეტინებში საარჩევნო სუბიექტად.
2) მაინც არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას, იმ რაიონებსა და უბნებში სადაც ნაციონალურო მოძრაობა გაიმარჯვებს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით გამოვალთ.
3) დღესვე მე და ინგა ბერიკაშვილი ჩემი კუთვნილი ავტომანქანით ლინკოლნ ნავოგატორით ვმოძრაობდით დიღმის მასივში გვინდოდა ლუბლიანას ქუჩაზე გადასვლა. ამხელა ავტომანქანით 5 კმ. სიჩქარით ვუხვევდი, შესვლა მიდოდა ლუბლიანას ქუჩაზე, ირგვლივ არავინ იყო, ჩართული გვქონდა ე.წ. ,,პავაროტნიკები” ქუჩა ფაქტობრივად ცარიელი იყო რა დროსაც სწრაფი ღმუილით წინ გადამიდგა ფორდის ტიპის ავომანაქა, რომელსაც მივეჯახე. გადმოვიდა თუ არა ის მძროლი რომელიც წინ გადამიდგა რეკვა დაიწყო, და გია ბარამიძის ახლობობით ,,ბლატაობა”. პატრულთანაც 100 ზარი შემოვიდა. ადგილზე მოსულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეს პიროვნება თავიდან საკუთარი პირით არავის რომ არ დაუძალებია ეუბნებოდა, რომ რომ ,,დავინახე რომ მოძრაობდაო” და ,,გასწრება მიდოდაო”, რითაც დაადასტურა რომ ,,აბგონზე” უნდოდა გასვლა ჩქარი სვლით და გზა გადამიღობა. პატრულმა კი რა თქმა უნდა მე დამაჯარიმა.

44
გადმოვედი თუ არა მანქანიდან მივხვდი რომ აშკარა პროვოკაცია იყო, 2004 წლიდან მოყოლებული არასოდეს არანაირი შემთხვევა არ მქონია. როგორც ვატყობ ჩემი და Inga Berikashvili-ის მოშორება უნდათ. ძალიან შევავიწროეთ ნაცები.
ცოტახანში გავიგეთ, რო აფეთქება მომდარა კოლმეურნეობის მოედანზე გივი თარგამაძის ავტომანქანა აუფეთქბიათ.
გადურეკე ჩემი პარტიის თავჯდომარეს გიორგი ლილუაშვილს და მასაც მოძრაობისას უმიზეზოდ საბურავის დაშვებია” – წერს დეპუტატობის კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშიდიდინეძის ინციდენტის ერთ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატია(foto) ამირან სალუქვაძე: ასე ხდება საზენიტო რაკეტების საბრძოლო ნაწილის აფეთქება