ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს.

ცხედარი სოფლის სასაფლაოზე მწყემსმა აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ.

შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

გარდაცვლილს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილმა გარეო-ში გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე არ ისაუბრა
შემდეგი სტატია(Video) წალენჯიხის სოფელ ლიაში სახლში ხანძარი გაჩნდა