ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 48 წლის მამაკაცი მოკლეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 48 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობის მიზეზი ორ პირს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, 34 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ისროლა, რასაც მეორე პირის სიკვდილი მოჰყვა.

გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მკვიდრია, ხოლო მამაკაცი, რომელმაც ისროლა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მცხოვრებია.

ორივე მამაკაცი კასრისწყალში, ერთმანეთთან ახლოს მდებარე საქონლის ფერმებში, დაქირავებულ მწყემსებად მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაში39 წლის გიორგი კვარაცხელიას მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა
შემდეგი სტატიაპოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის რეგიონული ოფისი გახსნა