30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ახმეტაში, ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო

ახმეტის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.

შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალაში არსებულ ტბაზე იმ დროს მოხდა, როცა კაცი შვილის გადარჩენას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, ტბაში ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია, შვილის დასახმარებლად წყალში შესულმა მამაკაცმა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

თავად არასრულწლოვანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
შემდეგი სტატიავაშინგტონში F/A-18 Hornet-ის ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა