ახმეტაში შელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შსს-მ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საშუალო ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის სამმართველომ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი რამდენიმე საათში დააკავა. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 236-ე და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ვგეგმავთ, ირანიდან ჰეროინის ტრაფიკს ​ერთობლივად ვებრძოლოთ