ახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის და მისი მოადგილის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ჯუგაშვილის და მისი მოადგილის თამაზ წითელაურის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით საკრებულოს ოპოზიციურმა დეპუტატებმა გასულ კვირას წერილობით მიმართეს და მასზე ხელს 10 დეპუტატი აწერს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ჯუგაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს მის წინააღმდეგ მხოლოდ პირადი მოტივები ამოძრავებთ.

“არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ დეპუტატებს ეს მოთხოვნა დღის წესრიგში დაეყენებინათ. ეს მხოლოდ ჩემ მიმართ მათი პირადი დამოკიდებულებაა“, – აღნიშნავს ჯუგაშვილი.

ახმეტის საკრებულოს ხელმძღვანელობის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, თუ საკითხს მხარი დეპუტატების ნახევარზე მეტი დაუჭერს. ახმეტის საკრებულოში სულ 30 დეპუტატია.

სხდომა დილის 10:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არქონის გამო დროებით გადაიდო. სხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს
შემდეგი სტატიაეშტონ კარტერი ადასტურებს, რომ ნატო ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების საკითხს განიხილავს