ახმეტაში ავტომობილი ხეს შეეჯახა – არის მსხვერპლი

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოღოთოსთან ცოტა ხნის წინ მოხდა.

თელავის მიმართულებით მოძრავი ტაქსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანაში მყოფი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

ავარიის მიზეზების დადგენაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატია“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა