ახმეტაში 37 წლის მამაკაცმა მეზობელი დანით დაჭრა

სისხლიანი ანგარიშსწორება ახმეტის მუნიციპალიტეტში – წარსულში ნასამართლევმა პირმა მეზობლად მცხოვრები ინდოეთის მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების თთქმით, პოლიციამ დ.ი. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ი. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრები ინდოეთის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული მ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ დ.ი. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი – “უკრაინამ ვორონეჟის მიმართულებით ოთხი ამერიკული ATACMS-ის რაკეტა გაუშვა”
შემდეგი სტატიათურქეთის ციხიდან გაქცეული პატიმარი პოლიციამ საქართველოში დააკავა