ახმედ ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს 17:00 საათზე წარუდგენენ

ტერორიზმის დაფინანსებისთვის დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს ბრალს დღეს, 17:00 საათზე წარუდგენენ. როგორც დაკავებულის ადვოკატმა მაია სირაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა, დაკავებულისთვის ბრალის წარდგენა „მოდულის შენობაში“ მოხდება და ბრალის წარდგენას ადვოკატებიც დაესწრებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა გუშინ, თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

banner
წინა სტატიაშიბაია პატარაია – „ქალთა მოძრაობა 2 წლის განმავლობაში ითხოვდა სპეციალური დანაყოფის შექმნას
შემდეგი სტატიასოსო ოსორაულის ძმა – მე პირადად არ მისაუბრია ჩემს ძმასთან, მაგრამ ვიცით, რომ ცოცხალია