“ახლოს ტრიალებს სააკაშვილის სული მანდ”- ზვიად ძიძიგური რუსთავი2-ს აკრიტიკებს

news
ავტ.: news ივლისი 26, 2016 23:49

“ახლოს ტრიალებს სააკაშვილის სული მანდ”- ზვიად ძიძიგური რუსთავი2-ს აკრიტიკებს

“სააკაშვილის სული ტრიალებს სადღაც, მანდ,” – ეს განცხადება ტოკშოუ არჩევანის პირდაპირ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა, გააკეთა და რუსთავი2-ს მომზადებული სიუჟეტები დაუწუნა. ძიძიგური ამბობს, რომ აპოკალიფსურ სურათს მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2 წარმოაჩენს.

“არჩევნებია და იმდენი არჩევნები მაქვს ნანახი, რომ ვიცი, შექმნა ასეთი აჟიოტაჟი, მარტივია. ის, რომ საზოგადოება პროკურატურას არ ენდობა და არ უყვართ, პროკურატურა არსად არ უყვართ არ არის ეს ორგანო საყვარელი. მაგრამ პროკურატურა და შს სამინისტრო აღარ არის პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლოს რეფორმაც დავიწყეთ. ეს არ არის საბოლოოდ დახვეწილი, მაგრამ ამისკენ მივდივართ. მაგრამ ის არ არის სწორი, როცა ამბობთ, რომ ჩამოიშალა ყველაფერი. ეს არის სააკაშვილის სიტყვა. “ჩამოიშალა”, “ჩამოიშალა” ამბობდა ის გამუდმებით შევარდნაძის პერიოდში. სადღაც სააკაშვილის სული ტრიალებს ახლა მანდ. ჩამოიშალა მესმის ყველა თქვენს სიუჯეტში. ახლოს ტრიალებს სააკაშვილის სული მანდ. მანანა კობახიძის განცხადებას რაც შეეხება, მგონია, რომ ჟურნალისტის საქციელი არ იყო სწორი. ფაქტობრივად, ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნდა, მე თუ მკითხავთ,” – განაცხადა ძიძიგურმა.

news
ავტ.: news ივლისი 26, 2016 23:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics