ახლობლების ინფორმაციით, ბაბუცა გორდაძეს მკურნალობა ესაჭიროება

მალაიზიაში გასამართლებულ ბაბუცა გორდაძეს მკურნალობა ესაჭიროება. შესაბამისი კომენტარი სამტრედიაში, ჟურნალისტებთან საუბარში მისმა ახლობლებმა გააკეთეს.

გორდაძე, რომელიც საქართველოში მალაიზიიდან გუშინ დაბრუნდა, წარმოშობით სამტრედიიდანაა, თუმცა ამ დროისთვის, მკურნალობის მიზნით, თბილისში რჩება.

“ის ავად არის და სამკურნალოდ თბილისში დარჩა”, – განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.

მალაიზიაში ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის გასამართებული ბაბუცა გორდაძე საქართველოში გუშინ დაბრუნდა. გორდაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სავარაუდოდ, ბაქოს რეისით ჩამოვიდა. ოჯახის ახლობლებმა მედიის წარმომადგენლებს გორდაძესთან გასაუბრების და მისი გადაღების საშუალება არ მისცეს.

ბაბუცა გორდაძე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის მალაიზიაში 6 წლის წინ დააკავეს. მასთან ერთად გაასამართლეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი. ორივეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სასჯელის ფორმა შეიცვალა და სიკვდილით დასჯა პატიმრობით შეეცვალათ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინეს
შემდეგი სტატიაგაერო-ს ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება