ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოძრაობდნენ, თურქული ნომრით მოძრავ ტრაილერს შეეჯახა

აგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გორში მდებარე სამედიცინო ცენტრ “გორმედის” კლინიკურმა დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა განაცხადა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. უფრო კონკრეტულად, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების დაზიანება ცხვირის არეში, ასევე იდაყვის ძვლის ტრავმა, თუმცა, ყაზაიშვილის განცხადებით, მისი სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულია და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აღნიშნული პირი 36 წლისაა და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის თანამშრომელია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი, ერთი კი დაშავდა.

გარდაცვლილების ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოძრაობდნენ, ტრაილერს შეეჯახა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი დასავლეთ საქართველოდან, დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხატიძე : ორპარტიული კანონპროექტი, კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში