ახლობლები ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებას დღეს ელოდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებას ნათესავები დღეს ელოდებიან. ამის შესახებ ირაკლი კვარაცხელიას ბებიის დამ განაცხადა.

„ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით გავიგეთ. დღეს დამირეკეს სენაკიდან და მითხრეს, რომ ცხედარს დღეს გადმოგვცემენო. გარდაცვლილს სენაკში აქვს სამოთახიანი ბინა. თვითონ ობოლია. ახლო ნათესავები ორი ბიძაშვილის და დეიდის გარდა არავინ ჰყავს. დეიდა ირკუცკში ცხოვრობს. მე თბილისში ვარ და გადმოსვენებას ველოდები“, – განაცხადა ბებიის დამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

banner
წინა სტატიაშიგვითხრეს გარდაცვლილიაო, ბიძა გადაიყვანეს იქით, ალბათ ის გაარკვევს – ირაკლი კვარაცხელიას ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ყარაფილასთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს