16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

“ახლახან დონალდ ტრამპს ვესაუბრე” – პოლონეთის პრეზიდენტი

„ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის მრავალჯერ დარღვევის შესახებ ვესაუბრე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრისა და ჩამოგდების შესახებ.

კაროლ ნავროცკის თქმით, „აღნიშნული საუბარი მოკავშირეებთან კონსულტაციების ნაწილია“.

„დღევანდელმა საუბრებმა მოკავშირეებს შორის ერთიანობა დაადასტურა“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა და პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ!“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია კალაძის ორი, ქალზე მოძალადე მხარდამჭერი და პირი, ვინც გუშინ ბანერი დააზიანა
შემდეგი სტატიააშშ-ის თავდაცვის ხარჯებში 400 მილიონი უკრაინისთვისაა გათვალისწინებული