“ახლახან ჩამოვედი საქართველოში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი… თავგადასავლები აეროპორტშივე დაიწყო”​​​​​​​ -გონჩარენკო

“ახლახან ჩამოვედი საქართველოში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი… თავგადასავლები აეროპორტშივე დაიწყო”, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში შემოსვლისთანავე პრობლემები შეექმნა.

“ახლახან ჩამოვედი საქართველოში.

დელეგირებული ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ხვალ დაგეგმილ არჩევნებზე. თავგადასავლები აეროპორტშივე დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება. ჩვენ პასპორტის კონტროლზე სხვა მგზავრებზე მეტხანს გაგვაჩერეს”, – წერს ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“დროა, ხმის უფლების მქონე 3,5 მილიონმა ქართველმა, ხვალ, თავისი ქვეყნის მომავალს მისცეს ხმა” -ბილდტი