გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს მთავრობის განკარგულებით 26 თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულებით აყვანის უფლება მიეცა.
სააგენტო 20 ივლისს დაფუძნდა და მას ლევან ქარუმიძე ხელმძღვანელობს. უწყების მიზანი ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, მისი საერთაშორისო პოპულარიზაცია და სფეროს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაა.
















