“ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები”-ირმა ინაშვილი პარტიიდან წასულ ემზარ კვიციანს ემშვიდობება

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიიდან წასულ ემზარ კვიციანს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში წერს:

„ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება. სულ ვიტყვი: შენ და შენი ოჯახი უნარჩუნებდით კოდორს საქართველოს. ბევრი ტკივილი გაიარე, საქართველოს გამო. არც ახლაა მსუბუქი დრო, ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები. ღმერთმა გამარჯვება მოგცეს შენ! ღმერთმა გამარჯვება მისცეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტე არს ჩვენს შორის!“ – წერს ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელემენტარულ წესებს თუ დავიცავთ, ქვეყანაში ტურისტიც ჩამოვა და ეკონომიკაც განვითარდება, თუ არადა, უკან დაბრუნება მოგვიწევს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – 13 ივნისი არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის