“ახლაც არ გააჩერებს დედაშენი გაზეთს” – კილაძის შვილის ჩვენება

ჟურნალისტი ელისო კილაძე შვილის, დავით ხარშილაძის ჩვენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ხარშილაძე პოლიციას მანქანაში ყავდა დაკავებული და გაზეთ “ქრონიკა+”-ის “გაჩერებას” ითხოვდნენ:

“ახლა გავეცანი ჩემი შვილის ჩვენებას-დაკავებული ნახევარ საათზე მეტხანს ყავდათ გაჩერებული მანქანით დიღომში.ზარს ელოდნენ.
-ახლაც არ გააჩერებს დედაშენი გაზეთს?რა გინდათ,ორი სამი მილიონი ხომ იშოვეთ,მეტი რაღა გინდათ?,-ეუბნებოდნენ ეს ნაბიჭვრები მანქანაში თან დედას აგინებდნენ !!!!
ვერ ეღირსებით “ქრონიკა+”-ის გაჩერებას-სამი მილიონის შოვნის შანსი მართლა მქონდა,ბიძინას ჯიბეში ჩასმაზე რომ თანახმა ვყოფილიყავი.
ვაი თქვენს პატრონს ფულის მონებო !!!
ძმრად ამოგადენთ ჩემი შვილის პატიმრობის ყველა დღეს !!!!” წერს კილაძე

banner
წინა სტატიაშიდღეს გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა ხარშილაძის ადვოკატების შუამდგომლობას სასამართლო
შემდეგი სტატია„იგრძენით განსხვავება!“ – რომან გოცირიძე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ