ახლა უკვე ვიცით 91 ადამიანი, ვისაც შეხვედრისას მოურიდებლად უნდა შევაფურთხოთ სახეში

“ახლა უკვე ოფიციალურად ვიცით 91 ადამიანი, რომელიც ქვეყანას გაყიდის, როცა ჭირდება.

ახლა უკვე ვიცით 91 ადამიანი, ვისაც შეხვედრისას მოურიდებლად უნდა შევაფურთხოთ სახეში

ახლა უკვე ვიცით 91 ადამიანი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს “გავრილოვის სიაში” და აუკრძალოს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა, მათ შორის, უფლება იყოს არჩეული”-წერს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

 

 

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კენჭისყრისას თანხმობა 91-მა დეპუტატმა განაცხადა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა.

banner
წინა სტატიაში91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ეს ადამიანები თვალს ვერ მისწორებდნენ, ისინი უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან