“შეიძლებოდა მოლაპარაკება ყირიმზე და ქვეყნის სხვა ნაწილებზე და იქნებოდა გარიგება. არავინ დაიღუპებოდა, იარსებებდა გარიგება და რუსები იმაზე ნაკლებ ტერიტორიაზე იქნებოდნენ, ვიდრე ახლა არიან. და იარსებებდა ქვეყანა – უკრაინა”, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ახლა რაც ხდება, “არ არის კარგი უკრაინისთვის”:
“ახლა უკვე არავინ იცის, იქნება თუ არა მიტაცებული ბოლომდე უკრაინა. თქვენ ახლა ვერ იპოვით ცნობებს ომის შესახებ. ფეიკი ინფორმაციებია ხოლმე. ბევრ სიუჟეტს ვერც იპოვით ომზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა აგებს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.