ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, გადამწყვეტი სიტყვა ჯენზის ეკუთვნის – მიხეილ სააკაშვილი

გუშინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ახლა არა წუწუნის, არამედ ორგანიზების დროა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი სიტყვა ახლა ჯენზის ეკუთვნის. მისი თქმით, სწორედ ისინი შეძლებენენ, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ.

ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას- ექვსი თვე. ქოცებმა გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს.
იმედია, “ლელო” დარწმუნდა, რომ ე. წ. “არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.
ყველაფრის მიუხედავად ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჯენზის ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამდე, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგელაძის თქმით, 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება
შემდეგი სტატიაგია ნოდია: ერთმა და იმავე დღემ აჩვენა, რომ არც არჩევნებით გამოდის რამე და არც რევოლუციით