ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ვინც გასული წლების განმავლობაში ანტიდემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“მაგრამ ჩემი აზრით, ახლა სანქციებზე უნდა ვკონცეტრირდეთ, სანქციებზე ივანიშვილისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც გასული წლების განმავლობაში შეამცირეს ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობა, ვინც მანიპულირებას ახდენდა მედიით, ფლობდა მედიას და არ აძლევდა საშუალებას ოპოზიციას, რომ იქ საკუთარი აზრი გაეჟღერებინა- ეს ანტიდემოკრატიული განვითარების კლასიკური მაგალითია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ”,- აცხადებს თადარიგის გენერალი და ევროპარლამენტის წევრი რიჰო ტერასი.