ახლა რუსეთი უკრაინის შავ ზღვაში გაზის წარმოებას ვეღარ შეძლებს – უკრაინელებმა რუსეთის მიერ მითვისებული „ჩერნომორნეფტეგაზას“ საბურღი პლატფორმა დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსეთის მიერ მითვისებულ „ჩერნომორნეფტეგაზას“ საბურღ პლატფორმას. ამის შესახებ ყირიმში რუსმა პროტეჟემ სერგეი აქსიონოვმა განაცხადა. ინფორმაცია ევროსოლიდარობის სახალხო დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომაც დაადასტურა.

„დღეს დილით, მტერი თავს დაესხა ჩორნომორნეფტეგაზის საბურღ პლატფორმებს. მაქვს კომუნიკაცია თავდაცვის სამინისტროსა და FSB-ს კოლეგებთან, ჩვენ ვმუშაობთ ხალხის გადასარჩენად“, – განაცხადა აქსიონოვმა.

აქსიონოვის თქმით, არიან დაჭრილები და დაკარგულები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საპატრულო კატარღები და თვითმფრინავები სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ცდილობენ.

როგორც უკრაინული მედია წერს, ახლა რუსეთი უკრაინის შავ ზღვაში გაზის წარმოებას ვეღარ შეძლებს.

წინა სტატიაშირუსული არმია ანადგურებს ყველაფერს, რაც გზაზე ეღობება – ზელენსკი
შემდეგი სტატიათუ პირობები შესრულდება, კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც სრული წევრობაც მოჰყვება – ნაუსედა