“ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ” – ხაბეიშვილი ლილუაშვილის დაკავებაზე

“ენმ”-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის დაკვებას ეხმაურება და ციხიდან გზავნილს აქვეყნებს, რომელსაც მისი ადვოკატი ასაჯაროებს.

როგორც ხაბეიშვილი წერს, როცა ის ლილუაშვილს “ქოლ-ცენტრების” მფარველობაში ადანაშულებდა, პროვოკატორი ეძახეს, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მართალი ყოფილა.

“მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) ქოლცენტრების მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი. კონკრეტულ მისამართზე, მედიასთან ერთად მივდიოდი, სადაც ქოლცენტრი იყო განთავსებული, მაშინაც მე და თქვენ (მედია) ვიყავით პროვოკატორები. ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ. ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება მაქვს წარმოებული და გამოქვეყნებული, მაშინაც პროვოკატორი ვიყავი, აქაც მართალი ვყოფილვარ”, – წერს ხაბეიშვილი გზავნილში, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის ქრონოლოგია “ქოლ-ცენტრების” საქმიდან” გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებამდე
შემდეგი სტატია“ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ, მთავარია, რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია” – ზელენსკი “სამშვიდობო შეთანხმების” მიღწევაზე