“2019 წლის სექტემბერში ცხინვალის ე.წ. პარლამენტში შეიქმნა იგივე კომისია, როგორიც ახლა აქ თქვენ გაქვთ შექმნილი და ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, არის ის, რომ ჩვენებას აძლევთ ოკუპანტებს, განამტკიცებთ მათ პოზიციას”, – განაცხადა თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ-ჩართვის დროს ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩორჩანისა და წაღვლის ტყეში საგუშაგოების ჩადგმასთან დაკავშირებით საუბრის დროს.
მის ამ ბრალდებას ისევ ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას ისევ არასტანდარტული ლექსიკის გამოყენებით მიმართა:
“მომისმინე აქეთ, შორს ხარ და დიდ გულზე ხარ, გიორგი? შენ უკვე მეორედ გააკეთე თავხედური განცხადება, თითქოს აქ ვინმე ოკუპანტთა საქმეს აკეთებს. მოდი, შევთანხმდეთ, რომ იქ, სადაც მე ვზივარ, ამას შენ ვერ იტყვი. დანარჩენს რაც შეეხება, აქ მყოფები ალბათ თავად გაგცემენ პასუხს, ეს არ ვიცი, მე კი არავისში აგერიო. ემოციები გვერდზე გადავდოთ და კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გავცეთ”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.