ახლა მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და პრორუსულ განცხადებებზე მაინც აიღოს პაუზა – გოცირიძე

ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება – ახლა მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და პრორუსულ განცხადებებზე მაინც აიღოს პაუზა, – ასე ეხმაურება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ბრიუსელსა და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრებს, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არაფერს აკეთებს და ფაქტობრივად, ნაბიჯი წინ არ გადადგმულა.

„ის რაც შესრულდა, ფორმალური ხასიათისაა. ალბათ, იქნება შენიშვნები. შანსი წლის ბოლომდე არის – თუ რეკომენდაციები არ შესრულდა, რიტორიკას მაინც შეცვლიან და საშინელ ანტიდასავლურ განცხადებებს შეწყვეტენ, რაც საქართველოს კანდიდატობას კიდევ უფრო აშორებს. კანდიდატის სტატუსის მიღებას მთელი ქვეყანა ელოდება და თუ ეს მოხდა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მოხდება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშივრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე – იოსელიანი
შემდეგი სტატიარუსეთისთვის სანქციების დაწესების მიზანი რუსეთის ეკონომიკურად დაჩოქება და ომის შეჩერება იყო, ომის დაწყებიდან 16 თვისა და სანქციების 10 პაკეტის შემდეგ, ამ ორ მიზანთან მიახლოებას ვერ ვხედავთ – სიიარტო