“ახლა მთავარი მელიას გათავისუფლებაა” – დანიელსონი ენმ-სა და “ძალა ერთობაშიას” წევრებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თქვეს, ახლა მთავარი ნიკა მელიას გათავისუფლებაა, იმისთვის, რომ ნდობ აღდგეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

სალომე სამადაშვილის თქმით, ამის შემდეგ მთავარია უკვე “შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა აღვადგინოთ ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ახალი არჩევნები”. “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი ფიქრობს, რომშარლ მიშელის 6-პუნქტიან მოთხოვნებს მედიის თავისუფლებაც უნდა დაემატოს.

banner
წინა სტატიაშირა შეღავათებით იმგზავრებთ ლურჯი მიკროავტობუსებით?
შემდეგი სტატიასამხედროებმა ზურაბ იარაჯული გაიხსენეს