ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ – ფიშერი

ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ისტორიული შესაძლებლობაა.

„მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე თბილისში ჩამოვედით და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, რომ გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო: პირველი ის არის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი, ლამაზი საქართველო და გულთბილი ქართველები. მეორეა ის, რომ ახლა 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთადა უნდა ვიმუშაოთ – სწორედ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა დაიწყო
შემდეგი სტატიაიმპიჩმენტზე კენჭისყრა იქნება გარკვეული ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ყველას მოუწევს, გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს – პაპუაშვილი