ახლა მოგინდათ შერიგება?

უკრაინას აქვს უფლება „ევროვიზიაზე“ რუსეთის წარმომადგენლის იულია სამოილოვას მიმართ გამოიყენოს ქვეყნის კანონით გათვალისწონებული ქმედებები, რადგან ეს უკანასკნელი ყირიმში იმყოფებოდა მისი ოკუპაციის შემდეგ. რაც შეეხება რუსეთის გადაწყვეტილებას გააგზავნოს უკრაინაში „ევროვიზიის“ კონკურსზე თავისი წარმომადგენელი, შერიგების ერთგვარი ჟესტია. ასეთი აზრი გამოთქვა ცნობილმა რუსმა სამართალდამცველმა ლუდმილა ალექსეევამ.
„მომღერლის კონკურსზე გაგზავნა კარგი ნაბიჯია, თუმცა მე მესმის უკრაინელების : ყირიმი დაიპყარით, ახლა მოგინდათ შერიგება? ყირიმს ხომ არ გვიბრუნებთ. ეს პოზიცია ჩემთვის გასაგებია“, -აღნიშნა ალექსეევამ.
მისი თქმით, „უკრაინაში არსებობს კანონები და მათი დაცვა აუცილებელია.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა ევროს შემოღება, მინიმუმ 10 წლით გადადო
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო