“ახლა მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ” – გიორგი ვლოსკი ე.წ. კაბელების საქმეზე

„საერთოდ ახლა მოდაშია ეს თემა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ,“ – ასე ეხმაურება ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის რეაქციას.

რაიმე სახის პოლიტიკურ ჩარევას ამ საქმეზე კატეგორიულად გამორიცხავს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე.

„დამერწმუნეთ ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთი მაღალი სასჯელი საკმაო ემოციასთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, ემოციები უფრო მეტია, ვიდრე განსჯა საქმესთან დაკავშირებით,“ – განმარტა გიორგი ვოლსკიმ.

თავდაცვის სამინისტრო ხუთივე მაღალჩინოსანს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

banner
წინა სტატიაშიხადური, კალაძე, სერგეენკო – მინისტრები, რომლებიც მაჟორიტარობისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატია“ამ საქმეს ასდის პოლიტიკური ოპონენტების დევნის სუნი” – ხათუნა ლაგაზიძე ე.წ. კაბელების საქმეზე