ახლა, მე რემბო ვარ, უუ-ს დავუძახებ და დავშლითქო ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლებით

„ძნელი სათქმელია მოლოდინი, რადგან გვყავს ყოვლად გაუთვლელი ხელისუფლება, რა დეგენერატობას ჩაიდენს, მაგის გარკვევა მე კიარა, არ შეუძლია ნოსტრადამოს. რას უნდა ველოდოთ ამათგან, ხეირს არაფერს ველი. ის ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ხელისუფლების დასამარცხებლად, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს არ გაუვიდეთ არა მარტო იმიტომ, რომ გადარეული ვარ და ძალიან მიყვარს ნიკა მელია, არამედ მისი გადარჩენით გადავირჩენ ჩემ თავს, მისი გადარჩენით გადაგარჩენთ თქვენ, რადგან ერთს თუ შეახრამუნებს, გაუტკბება. დავიცავთ ყველანაირი მეთოდით, რა მეთოდითაც წამოვა – დუბინკით, ომონით, რა ვიცი. ახლა, მე რემბო ვარ, უუ-ს დავუძახებ და დავშლითქო ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლებით. მეც მზად ვარ, დავიცვა არა მარტო ნიკა მელია, დავიცვა ჩემი თავი, რადგან ჩვენ ახლა ვიცავთ ჩვენს თავს. თუ ნიკასთან გაუვიდათ, მაშინ გაუვათ ყველასთან. მარტო ნიკა მელიას გადარჩენაზე არ არის საუბარი, საუბარია ჩვენი თავის გადარჩენაზე“, – აღნიშნა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშიაღარ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც მე და გიგი უგულავა ჩვენი ფეხით მივედით ციხეში
შემდეგი სტატიაშსს – მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული