ახლა ლატვიაზე ნებისმიერი თავდასხმა სიგიჟე იქნება

“რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ რუსეთის საზღვრების გაფართოებაზე და ახალი მიწების წართმევაზე ფიქრობს, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნების აღება არ გამოუვა – თავისი ქმედებებით ისინი ციხესიმაგრედ აქცია”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს 2007-2011 წლებში ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა განუცხადა, იუწყება Liga.net.
მისი თქმით, პუტინი მე-17 საუკუნის რუსეთის იმპერიის იდეებით ცხოვრობს და ფიქრობს მხოლოდ რუსეთის საზღვრების გაფართოებაზე, ასევე ახალი მიწების წართმევაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ბალტიისპირეთის ქვეყნები „ციტადელად აქცია, რომელსაც ის ვერასოდეს დაიკავებს“.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამდე ლატვიაში პრაქტიკულად არ იყო ჯარი, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა სამხედრო სამშენებლო პროგრამის განხორციელება.
შედეგად, როდესაც 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, ჩვენ უკვე გვქონდა როგორც სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასევე ნატო.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების და, კერძოდ, ლატვიის სამხედრო კონტინგენტი ათჯერ გაიზარდა, ანუ კრემლის აგრესიულმა პოლიტიკამ მოგვცა ჩვენ და ბალტიის სხვა ქვეყნებს საშუალება გვეპოვა შეიარაღებული ძალები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომელიც არასდროს ჰქონია. ამიტომ, ახლა ლატვიაზე ნებისმიერი თავდასხმა სიგიჟე იქნება“, – თქვა ზატლერსმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვის ელჩი მოსკოვში დაიბარა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი აქციაზე: მივმართავ ყველას, არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის