ახლა კომისიის დატოვება ღიმილის მომგვრელია – მამუკა მდინარაძე

საკონსტიტუციო კომისია მომავალ კვირას მუშაობას დაასრულებს. ძირითადი საკითხები პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემის ცვლილება, ისევ შეუთანხმებელია.

უმრავლესობა კვლავ არ იზიარებს ოპონენტთა შენიშვნებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად შეიმუშავეს.

მმართველ პარტიაში კომისიის დატოვების შესახებ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებასაც აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ეს გაუმართლებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა.

მათი აზრით, ეს კომისიას არ დააზარალებს და არც მის ლეგიტიმაციას დააყენებს ეჭვქვეშ.

„ნამდვილად ღიმილის მომგვრელია ახლა დატოვება კომისიის, როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიხმაური ხელვაჩაურში – შემოიჭრა შპს “ბიზონის” ხელმძღვანელი ხალვაში დაცვის 8 თანამშრომელთან ერთად
შემდეგი სტატიაპატრიარქის პირადი დაცვის შემადგენლობა სდსს-ის დაქვემდებარებაში გადავიდა