“ახლა კი, როცა სინდისმა შემაწუხა, გადავწყვიტე, რომ საჯაროდ გადმომეცა იმ მავნებლობის შესახებ, რომელსაც მავანნი ცდილობდნენ”-გიორგი ტიგინაშვილი

“თუ არ შეგიძლია, ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას მის შესახებ”. ალი შარიათი-ამ სახელწოდებით თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ფეისბუქ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს

“ნანა კაკაბაძის კონსპირაციულ ბინაში პერიოდულად გამართულ კონფიდენციალურ შეხვედრებთან დაკავშირებით, რომლებშიც მეც ვმონაწილეობდი, მინდა გავაკეთო დამატებითი განმარტება:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ განსახილველ საკითხთა შორის, მუდმივად ირჩეოდა ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პერიპეტიები და მიზანმიმართულად ხდებოდა ხელისუფლებისა (პროკურატურის) და საპატრიარქოს ოფიციალური ვერსიების ტირაჟირება და საზოგადოებაში შეფუთული რეალობის გავრცელებისათვის გეგმების დასახვა.

რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, როცა კი გავაცნობიერე, რომ ერთგვარი შეთქმულების მონაწილე ვხდებოდი, თან და თან ჩამოვშორდი აღნიშნულ ჯგუფს, რომელთანაც როგორც იდეოლოგიური, ისე მორალური (ამ საკითხების კონტექსტში) შეუთავსებლობა მქონდა. მიუხედავად ამისა, შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ არცერთი მათგანი პიროვნულად არ მძულს და არავითარი მტრობა მათდამი არ გამაჩნია.

ახლა კი, როცა სინდისმა შემაწუხა, გადავწყვიტე, რომ საჯაროდ გადმომეცა იმ მავნებლობის შესახებ, რომელსაც მავანნი ცდილობდნენ და რისი მონაწილეც გარკვეული დოზით მეც გახლდით. სწორედ, დანაშაულის განცდამ მაიძულა, რომ საზოგადოებრივ სამსჯავროზე ღიად მომეთხრო იმ საქმის (იგ. “ციანიდის სკანდალი”) შესახებ, რამაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა, როგორც დედა-ეკლესიის ღირსებას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას!

ვმადლობ უფალს, რომ საბოლოოდ არ გავხდი ინსტრუმენტალიზებული მსხვერპლი და ბრმა იარაღი ФСБ-ს ინტერესების გამტართათვის.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი დღენიადაგ რუსოფილური მდგენელის მეხოტბე იყო.

P.S. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩემს სინანულს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კაკაბაძე-თეთრუაშვილის ჯგუფიდან სხვაც შემოუერთდება და საღვთო სამართლისა თუ მოქალაქეობრივი პატიოსნების დასაცავად იმოქმედებს. “-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი And Then We Danced-ის პრემიერაზე: გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მშვიდობიანი გამოხატვა
შემდეგი სტატიაის, რეაგირება, რომელიც იყო 7 ნოემბერს, აბსოლუტურად არასწორი იყო-გიგა ბოკერია