“ახლა კი, მათ “ანტიკორუფციულმა კამპანიამ” ჩაილურის წყალი დალია” – სააკაშვილი კიევში ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ოფისის ჩხრეკაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ოფისის ჩხრეკას ეხმაურება და წერს, რომ “სწორედ ასე მუშაობს ნამდვილი, გამჭვირვალე დემოკრატია“.

მისივე თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო.

გამაოგნებელია, რომ ქოც პროპაგანდისტებმა ამდენი იხმაურეს უკრაინულ კორუფციის სკანდალზე, როცა ქოცნება თვითონ ერთი მთლიანი მოსიარულე კორუფციული სკანდალია.

ოღონდ, უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე მისი დღევანდელი დირექტორი სემენ კრივონოსი აქ წამოსვლამდე ჩემი თანაშემწე იყო, რომელიც პრეზიდენტის ახლო მეგობრებს და მოქმედ მთავრობის წევრებს იჭერს.

აქ კი ევროკავშირის მითითებით შექმნილი ანტიკორუფციული სამსახურის იმიტაციაც, თავისი გაყეყილი თავმჯდომარით გააუქმეს.

ახლა კი მათ “ანტიკორუფციულმა კამპანიამ” ჩაილურის წყალი დალია. დღეს ნაბუმ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, თავისი ქმედითი ინსტიტუტებით, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს EU-თან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, “ოცნება“ შორდება მოსახლეობის ნებას” – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატია“გახარიას პარტია იშლება” – არჩილ გორდულაძე