7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

“ახლა იწყება ეტაპი, რომლის მთავარი შინაარსია საქართველო ივანიშვილის გარეშე”- ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის მეტროსთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობის პროცესში 28 ნოემბერი ერთ-ერთ პიკურ თარიღად უნდა იქცეს.

გვარამიას თქმით, ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა საპროტესტო აქციებზე ხალხის სიმრავლეს ენიჭება.

„28 ნოემბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიკური დღე უნდა იყოს… მოვიდა ის დრო, როცა რაოდენობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს — საქართველო ივანიშვილის გარეშე… ვიდრე არ ვიქნებით ბევრნი, მხოლოდ გამძლეობა აღარ არის საკმარისი. ახლა მოვიდა დრო, რომ რაც მეტს გვიტევენ, მით უარესად ვუპასუხოთ“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ბრძოლას განაგრძობს სასამართლო დარბაზებში, ქუჩებსა თუ მედიასივრცეში, რათა „ყველა სივრცე შეავსონ და ქუჩები დაკავდეს“.

banner
წინა სტატიაშილევან ცუცქირიძე: პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე ცვლილებების მიღწევა შეუძლებელი იქნება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება