“ახლა დასრულების დროა” – დიანა ტრაპაიძემ TV პირველი დატოვა

ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ TV პირველი მაც დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

“დღეიდან “დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.

განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა.

პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”. – წერს ტრაპაიძე.

ცნობისძთვის, რამდენიმე დღის წინ, TV პირველი ტელეწამყვანებმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვეს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი “არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს”.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ბეჟან გუნავამაც დატოვა
შემდეგი სტატიასაქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება